არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული მამაკაცი ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა
წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული მამაკაცი - ლევან ჯანგველაძე არსებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
დაჭრილი მამაკაცი კი, სავარაუდოდ, მისი თანმხლები პირი იყო. ის ჭრილობის დამუშავების შემდეგ, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, ადგილზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ ჩაუსაფრდა მას მამაკაცი, რომელსაც სახე დამალული არ ჰქონდა, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და შემდეგ, როგორ ტოვებს ის ფეხით შემთხვევის ადგილს.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ცნობით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.
პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
