იანვარი 13 2026 წაკითხვა 346 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.კ. და მოლდოვის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული ი.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

იანვარი 12 2026 წაკითხვა 173 ჯერ

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელსაც 24 ოქტომბერს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება წარუდგინეს, - დღეს, 12 იანვარს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

იანვარი 12 2026 წაკითხვა 309 ჯერ

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

იანვარი 10 2026 წაკითხვა 313 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი: 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

იანვარი 08 2026 წაკითხვა 227 ჯერ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

იანვარი 08 2026 წაკითხვა 189 ჯერ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გვერდი 2 სულ 94
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.