საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 97 მოქალაქე.

„ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობა უკვე 1000 პირს აჭარბებს, რაც გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უპრეცედენტო შედეგს წარმოადგენს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 65 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.