"აქციაზე გამოყენებული იყო ე.წ. წიწაკის სპრეი" - კახაბერ საბანაძე
შინაგან სამეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, გუშინ, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.
როგორც უწყების წარმომადგენელი ამბობს, პოლიციამ სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
"ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მასებს მართავს არის სპეციალური საშუალება ე.წ წიწაკის სპრეი, რომელიც შესაძლებელია გამოყნებული იყოს. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია," - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
