"აღმოჩენილია სისხლის წვეთები პირბადეებზე, ტელეფონზე, ფეხსაცმელზე, ხალიჩაზე" - ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების ერთ-ერთი დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.
"აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
