"ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული" - რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალების 28 ტომს სრულად გაეცნენ.
ოჯახის ინტერესების დამცველებმა გამოძიების ფარგლებში დაშვებულ სავარაუდო შეცდომებსა და ბუნდოვან გარემოებებზე ისაუბრეს.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ეს არათუ თვითმკვლელობა, არამედ ჯგუფური მკვლელობა იყო. მისი განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილს არ შეუძენია იმ მედიკამენტების ნაწილი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
"ყველაფერი ეს არათუ თვითმკვლელობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უკვე ჯგუფური დანაშაული. ნუთუ არ უჩნდება გამოძიებას კითხვები, რომ ეს აბები, რომლებიც მას არ შეუძენია აფთიაქში, როგორ აღმოჩნდა მის ჩანთაში სხვა აბებთან, იგივე იმ ვადაგასულ წამლებთან ერთად," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ოჯახის ინტერესების კიდევ ერთი დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით, პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.
"აღმოჩენილია ორ პირბადეზე სისხლის წვეთები, ტელეფონზე, თამარის ერთ ფეხსაცმელზე და მანქანის ორივე უკანა ხალიჩაზე. სამწუხაროდ, სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები შხეფების სახით ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენ ნივთებზე, მანქანის ხალიჩებზე, ტელეფონზე და ფეხსაცმელზე აღნიშნული სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ვერ დაადგინა ჩვენმა ექსპერტიზამ," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი