თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა და ავტომობილით ტერიტორია დატოვა
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად, რომელთაც ხელზე ე.წ. ბორკილები ედოთ, ბანკის შენობა დატოვა.
სავარაუდოდ, თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა. ის მძევლებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მძევლებს შორისაა ზუგდიდის მერის ახლობელი.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა.
შსს-ს მხრიდან ჯერჯერობით დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს