"ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა, ექსპერტიზამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა" - ილია ფილფანის მამა
"ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაწყებული, ჩვენ ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის ყველაზე წარმოუდგენელსაც," - განაცხადა ილია ფილფანის მამამ.
რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ილია "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, დავით ფილფანი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მისი შვილისთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია, პოლიციამ შეამოწმა კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ამ მოწყობილობებიდან ამოღებული ინფორმაცია კი "ლურჯი ვეშაპის ვერსიას" გამორიცხავს.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეჭვიც კი არ გვქონია. ის "ლურჯ ვეშაპს" არ თამაშობდა, მითუმეტეს ჩვენ პოლიციას გადავეცით კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი. ექსპერტიზამ მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინა. მხოლოდ ისეთი თამაშები როგორიცაა "მაინკრაფტი"", - განაცხადა დავით ფილფანმა.
კითხვაზე, თუ რა ვერსიაზე მუშაობს ამ ეტაპზე გამოძიება დავით ფილფანი პასუხობს, რომ არ არსებობს რაიმე ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულ ვერსიაზე მიუთითებს.
"არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ გვაქვს, რომელიც რომელიმე ვერსაიზე მიუთითებს. ვერსიები ძალიან ბევრი გვაქვს და არაფერს გამოვრიცხავთ, სწორედ ამიტომ, ჩავრთეთ საქმეში ინტერპოლი. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთშიც გავგზავნეთ მოთხოვნა და საქმის კურსში ჩავაყენეთ," - ამბობს ილიას მამა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
