თბილისის აეროპორტში ნარკორეალიზატორი დააკავეს
სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
"სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“,- აცხადებენ შსს-ში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
