"თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას" - კომპანია "ზეგ"
კომპანია „ზეგ-ი“ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდოების ტელევიზიით გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს.
კომპანიაში აღნიშნული ფაქტს არაეთიკურად მიიჩნევენ. "ზეგ-ში" ასევე აცხადებენ, რომ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ფაილების ნაწილის შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება.
„კომპანია "ზეგ- ის“ თითოეული თანამშრომელი არაერთხელ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ, მათ შორის გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას ასევე მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არც ერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად. ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. "არაჯანსაღი ურთიერთობები" - რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს" - აცხადებენ კომპანიაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
