"სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს" - ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში პროგრამისტი დაიბარეს
სოციალურ ქსელში პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი წერს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.
მისივე განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა.
ლუბრარეცი ამავე პოსტის კომენტარებში განმარტავს, რომ ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეც ეძებდა, საიდანაც მისი IP მისამართი დაადგინეს და გამოკითხვაზე დაიბარეს.
"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში.
სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც.
ჰოდა დასერჩილი გქონია რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო.
დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ" - წერს ის.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
