"ბუზებს რომ ითვლიან, ჩაატარონ ექსპერიმენტი" - ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძება თვითმკვლელობის ვერსიით არის დაინტერესებული.
მისი თქმით, პროკურატურას მკვლელის პოვნა არ უნდა.
"რას ჰქვია უცხო დნმ-ი აღმოჩნდა მანქანაში, არ არის საინტერესო? აბა, რა არის საინტერესო. თუკი მარტო წავიდა და მარტო იკლავდა თავს, რატომ უნდა აღმოჩნდეს უცხო დნმ მანქანაში. იმის მაგივრად, რომ გაატარონ ევაკუატორი, დადონ ზედ მანქანა, რამდენად დაიჩხაპნება, თამარის მანქანას, როგორც ჰქონდა დაჩხაპნილი კარებზე. ჩაატარონ ეგ ექსპერიმენტი, მარტო ბუზებს რომ ითვლიან იქ და მაგით არიან დაკავებულები. რატომ არ ატარებენ? და მაგიტომ გადმოიტანეს ისევ აქცენტი და ყურადღება თვითმკვლელობაზე, რომ არ უნდათ ამის გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
