ტრაგედიის ადგილი და სამი ახალი გვარი ბაჩალიაშვილის საქმეში
ჟურნალისტი ელისო კილაძის განცხადებით, მას ამერიკიდან დაუკავშირდა წყარო და უთხრა, რომ ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ტრაგედიის ბოლო ადგილია, მანამდე კი 23 წლის პროგრამისტი, სავარაუდოდ, სხვა ადგილას იმყოფებოდა.
ამის შესახებ ელისო კილაძემ "მთახვარი არხის" ეთერში, გადაცემაში - "მთავარი აქცენტები" , ისაუბრა.
ელისო კილაძეს წყარომ სამი გვარიც დაუსახელა - გიორგი ღარიბაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და თეიმურაზ ჯავახიშვილი.
"დამისვა მე კითხვა - აგრძელებთ თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობას? ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ მითხრა, რომ მან გადაწყვიტა მომაწოდოს ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ სად დაიწყო ბაჩალიაშვილის ტრაგედია, რომ ის ადგილი სადაც მანქანა იპოვეს არის ბოლო ადგილი რეალურად და დასაწყისი არის სხვაგან და ამის შემდეგ მე ის მიგდებს ლოკაციას... ამ საკადასტრო კოორდინატებით იძებნება ვილა "ალგეთი" და დამისახელა სამი გვარი. გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ვილა "ალგეთის" მეპატრონეა. ქონებასთან დაინტერესებული პირი არის პარლამენტის წევრი და "ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ მაჭარაშვილი. სწორედ აღნიშნული ვილა არის იპოთეკით დატვირთული "ქართუ ბანკში". მესამე პიროვნება არის თეიმურაზ ჯავახიშვილი, რომელიც დაკავშირებულია შავ სამყაროსთან", - ამბობს ელისო კილაძე.
"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ამბობს, რომ ვილა "ალგეთი" თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილიდან 100-150 მეტრში მდებარეობს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
