არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა.
ამის საშუალება კი მას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა. თუმცა, სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია დაატოვებინეს.
ის პროკურატურაში შესვლას ითხოვდა. როგორც მან თქვა, პროკურორებს მასთან შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.
ხომასურიძემ თავის დაწვა მედიასთან კომენტარის გაკეთებისასაც სცადა თვითდაზიანებების მიღება.
არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
