"თამარმა ატვირთა ვიდეო, სადაც უფროსის მიმართ არსებულ ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა"
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ამბობს, რომ თამარი დეპრესიული პიროვნება იყო და ცუდად ყოფნის დროს ვიდეომიმართვებს წერდა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, თამარის ყოფილ უფროსს, ნიკოლოზ გეჯაძეს უკავშირდებოდა.
"თამარი გულჩათხრობილი ადამიანი იყო. დეპრესიულიც იყო, ზოგჯერ, როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.
2018 წელს მან “იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, სადაც ცალმხრივ სიყვარულზე საუბრობდა, რაც ნახა მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა და თამარის ურთიერთობა მასთან დასრულდა. თამარი ფიქრობდა, რომ მისი უფროსის მიმართ არსებული გრძნობები არ მოდიოდა მის მუშაობასთან შესაბამისობაში და ამიტომ უნდოდა წამოსვლა," - განაცხადა დეა კაპანაძემ "რუსთავი 2-თან".
ცნობისთვის, კომპანია "ზეგის" პროგრამების მენეჯერმა ნიკა გეჯაძემ მიიღო "წერილი მომავლიდან", რომელიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს გამოეგზავნა.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს