"ცამდე მართალი ვარ, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს"- 11 წლის მოზარდის მამა
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამა დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მას მეგობრულად ზრდიდა.
,,ცამდე მართალი ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი რამ თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ", - განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე.
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამის სასამართლო პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს, თერჯოლაში, 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
