"მწყემსი სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული.
ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი ტარდება და რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, "მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს". ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც უთხრა შემდეგი ფრაზა - "შენი შვილი მაგარ შარშია".
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი დაიკარგა, რომელიც მისივე ვარაუდით, ბაჭულაშვილმა გაშიფრა და სწორედ აქედან გამომდინარე უთხრა, რომ მისი ქალიშვილი გარკვეულ პრობლემებში იყო.
"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი....ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
მისივე განმარტებით, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო".
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“