“ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე” - რა ვითარებაში ნახეს Bauhaus-ის თანამშრომლები გაუჩინარებამდე
ბარ Bauhaus-ის გაუჩინარებულ და გარდაცვლილ თანამშრომლებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ დაღუპულები ერთი დღით ადრე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნა.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს ბედნიერი სახეები ჰქონდათ და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.
„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით. ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც… ანუ 14 აგვისტოს, თან ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი... მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა.” – წერს მომხმარებელი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
