სად გადაიღო გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილმა სელფი და რაზე საუბრობს პირად ვიდეოჩანაწერებში
"თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული.
ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს" - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფოტო მან საკუთარ სახლში გადაიღო და შემდეგ საქმეზე გავიდა.
მისივე თქმით, საქმეში ასევე არსებობს ვიდეო მასალები, სადაც თამარი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„თამარს 18 ივლისს სელფი აქვს გადაღებული. ადამიანი, რომელიც გარდაცვალების დღეს სელფებს იღებს, თვითმკვლელობას არ უნდა აპირებდეს. სელფი გადაიღო ბავშვმა და გავიდა საქმეზე, ამას თვითმკვლელი არ გადაიღებს. სელფი საკუთარ სახლში აქვს გადაღებული. ძალიან ბევრი ახალი ფიგურანტია საქმეში. თამარს ძალიან ბევრი ვიდეო ჩანაწერი აქვს თავის მომავალზე, როგორ გეგმავს მას, თავის ხასიათზე, როგორ უნდა, რომ წარმატებული იყოს საქმიანობაში, როგორ აფასებს ის თავის ცხოვრებას და სხვ. ეს ადამიანი თავის მომავალზე საუბარობს. ვიდეოები ზოგი შარშანდელია, ზოგი ახალი, ზოგი იანვრის, ბევრია ძალიან. როგორც ის ვიცი, რომ მე არ ვარ ჩინეთის იმპერატორი, ისე გამოვრიცხავ მაგ გოგოს თვითმკვლელობას“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
