"თუ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, სრულფასოვანი დასკვნის მიღება გაგვიჭირდება "
თუ თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეული ინექციით მოკლეს, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა დავით კუხალაშვილმა განაცხადა.
როგორც კუხალაშვილი აღნიშნავს, როდესაც დანაშაული ხდება, ჯობს, რეაგირება რაც შეიძლება, ადრე მოხდეს.
„თუ აქ არის მკვლელობა განხორციელებული გარკვეული ინექციით, ჩვენ გაგვიჭირდება სრულფასოვანი დასკვნის მიღება, რადგან პროცესები საკმაოდ შორს არის წასული. ჯობს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, რაც შეიძლება, ადრე მოხდეს რეაგირება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები ექსპერტიზას ექნება, მათ შორის, იმ კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულია. ამ ორი ექსპერტიზის გადამკვეთი, ჯვარედინი ინფორმაციები საგამოძიებო ჯგუფებს გარკვეულ ამოცანას ამოუხსნის“, - განაცხადა კუხალაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
