რატომ დაკარგა გამოძიებამ კრიტიკული 72-საათიანი ვადა 23 წლის პროგრამისტის გაუჩინარების საქმეზე?
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებამ 72-საათიანი კრიტიკული პერიოდი დაკარგა.
სამართალდამცავი სისტემის ხრწნა დაიწყო. ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროისკენ მივექანებით.
ამის შესახებ „2020NEWS“-ს “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
„4 დღის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს ავტომანქანის პოვნა, რომელიც სავალ გზასთან ახლოს იმყოფებოდა და მისი დანახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო“, – აცხადებს დეკანოიძე.
მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელებულ იყო ყველა ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიება.
„72 საათი არის კრიტიკული ამ მიმართულების დანაშაულის გამოძიების დროს. 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო ყველა ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიება. თუმცა, გამოძიების მიერ პერსონალური კომპიუტერის ამოღებაც კი, მხოლოდ 3 დღის შემდეგ მოხდა“, – აცხადებს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე.
დეკანოიძე სრულ უნდობლობას უცხადებს დღევანდელ სამართალდამცველ სისტემას, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეძლონ მათ ადამიანების დაცვა.
„როგორც მშობელს ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევძლო, საკუთარი შვილის გარეთ გაშვება ამ ამბის შემდეგ, მითუმეტეს საღამოს საათებში.
წარმოუდგენელია! მე ასეთი ხრწნა სისტემის არ ვიცი. კატასტროფული სიჩქარით მივექანებით შევარდნაძის დროისკენ!
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა შეძლოს ამ სისტემამ ადამიანების უსაფრთხოებაზე და საზოგადოების წესრიგის დაცვაზე ზრუნვა“, – განუცხადა სააგენტოს დეკანოიძემ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
