"რამდენიმე დღის გარდაცვლილია, ცხედარს ცუდი ფერი აქვს" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, მას კითხვის ნიშნები აქვს გარემოებებთან დაკავშირებით.
„მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, აეროგადაღება იყო გამოყენებული. ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
