მკვლელობა ქუთაისში - ახალი დეტალები
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველები მოკლული ქალის სახლში იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება, დააკავეს თუ არა სავარაუდო დამნაშავე, საგამოძიებო უწყებისგან არ გაკეთებულა.
საგამოძიებო მოქმედებები მოკლულის საცოხვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდაფში მიმდინარეობს, სადაც მოკლულის მეზობელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს, თუმცა სად იმყოფებიან ამ დროისათვის ისინი, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში 30 წლის ქალი მოკლული გასულ ღამეს იპოვეს. შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ცნობილია, რომ ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა და მისი ხმა მეზობლებსაც ესმოდათ, თუმცა მას არავინ დაეხმარა. მას შემდეგ კი რაც ხმაური შეწყდა, მეზობლები სახლში ჯერ თავად ავიდნენ, შემდეგ კი სამაშველო და პოლიცია გამოიძახეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
