დაზიანებები გიორგი შაქარაშვილის სხეულზე - უმძიმესი ფოტომასალა
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის უმძიმესი ფოტომასალა, რომელიც გუშინ გავრცელდა.
"მთავარი" არხი ფოტოებს მხოლოდ ნაწილობრივ ასაჯაროებს. ( იხილეთ ვიდეო ბმულზე) როგორც კადრებში ჩანს, 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები სახის და ხელის არეში აღენიშნება. უფრო კონკრეტულად კი აქვს მარჯვენა ხელის კიდურის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა, ქვედა ტუჩის და საფეთქლის მიდამოებში.
ცხედრის ფოტოების გავრცელების შემდეგ ასევე დადასტურდა, რომ წყლიდან ამოყვანის დროს, შაქარაშვილს არ ეცვა ფეხსაცმელი და წინდები.
ეს ყველაფერი კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები შესაძლოა ბლაგვი საგნით, სიცოცხლეშივე ჰქონდეს მიყენებული.
"ტუჩის მიდამოში, სადღაც საფეთქლის ლოკაციაში ასახულია მოწითალო უბანი, რომელიც თავის მორფოლოგიით და იმ გაჭუჭყიანებული ზედაპირის მხედველობაში მიღებით, ცალსახა დასკვნების საშუალებას არ იძლევა, სოცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი. რაც შეეხება პირის ნაპრალის პროექციაზე მარცხნივ ერთ ერთ მხარეს, ქვემო ტუჩზე არის მეტნაკლებად ანალოგიური უბანი, თუმცაღა ის უფრო მეტ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აქ ადგილ უნდა ჰქონდეს დაზიანებას, რაც არის, როგრც ყველა დაზიანება, რაც მე აქამდე მითქვია, ბლაგვი ტრავმის შედეგი," - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
