"ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია" - ადვოკატი გიორგი გელხაური
ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია.
მისი განცხადებით, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.
„ფერადი ჯიხურის გვერდით, ის ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, არის დამწვარი. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“ - განაცხადა გელხაურმა.
გიორგი გელხაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე. მისი სიტყვებით, 4 ივლისს, დილით, როდესაც ის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი ემალებოდა მდევრებს, ხანძარი შენიშნა:
„მანქანაც გავაჩერე. უკვე მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან წუხელ გვიან, საპირისპირო მხარეს გამოვიარე და აღარ დამინახავს, საბოლოოდ რა მოხდა“ - აღნიშნა ფოფხაძემ.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი