"სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა" - შაქარაშვილის ბიძა
"ბლაგვი საგანი, შეიძლება, ცემის დროსაც იყო გამოყენებული,"- ამის შესახებ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცხადებს.
მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი თავად ჩავარდა მდინარეში თუ ვინმემ ეს კვალის დაფარვის მიზნით გააკეთა, ოჯახისთვის ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, განზრახ მკვლელობა დარჩება.
"მათ შორის, შეიძლება, მუშტსაც ერქვას ბლაქვი საგანი, შეიძლება ხის ძელს და ა.შ. კომპლექსურად უნდა გაირკვეს ყველაფერი. აქ ერთ კითხვაზე რომ პასუხი გასცე, მაგალითად, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არა, ეს რას სცემს პასუხს? საერთოდ არაფერს. თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. რამის გამორიცხვა შეიძლება ამით? არაფერი ამით არ ხდება. დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დასკვნაც არ უნდა მოვიდეს, ერთ-ერთ ძირითად და სერიოზულ ვერსიად, ძალაში რჩება განზრახ მკვლელობა. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, თითქოს განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსიაა ეგ და შემდეგ არის სხვა ვერსიები," - განაცხადა ნიკოლაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
