გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
დაკავებულებს, რომელთა შორის 6 არასრულწლოვანია, პროკურატურამ ბრალი გუშინ, 27 ივნისს წაუყენა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს აცნობეს პოლიციას. ფეხბურთელის სამძებრო ღონისძიებები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
