ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა
ვარკეთილში, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია.
სამართალდამცავებმა შეიარაღებული მამაკაცი აიყვანეს, რომელიც სახლში იყო ჩაკეტილი. მასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ის სამართალდამცავებს ჩაბარებოდა.
როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაშავებული არავინ არ არის. მისივე თქმით აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.
„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც ვიზუალურადაც ეტყობოდა. ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
