შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით მებაჟე ოფიცრებმა, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის” მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად -13 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღები მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავარძელსა და საბარგულს შორის, მოწყობილ სამალავში გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
