ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.
რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
