აჭარის პოლიციამ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ბ.ქ., 1997 წელს დაბადებული დ.ქ. და 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ჰ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათ ბრალად ედებათ ყალბი დოკუმენტის დამზადება/შენახვა – გასაღების და გამოყენების მიზნით.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.
დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, პერსონალური კომპიუტერები, სპეციალური ტექნიკა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
