მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – წერია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს
- “გვჭირდება პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია - მას აქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ პუტინს მისი ეშინოდეს” - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ძლიერი წვიმა, ქარი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
- “საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის” – შალვა პაპუაშვილი
- “ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული” – პაპუაშვილი