შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ბათუმში ჯგუფურად, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
