საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული დ.ჯ., ასევე, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ი.ვ. და 1995 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ დ.ჯ. თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. დ.ჯ.- ს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა ი.ვ.- მ პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით, რომელსაც დ.ჯ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, დადგინდა, რომ საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულმა ლ.დ.-მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
