,,დღეიდან საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა"– შალვა პაპუაშვილი
„დღეიდან ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ. შესაბამისად, დღეიდან ახალი რეგლამენტის მიხედვით იმუშავებს საქართველოს პარლამენტი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი არის ცოცხალი დოკუმენტი.
” წესი არის, რომ ახალი პარლამენტი იღებს ახალ რეგლამენტს, რაც საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი გამოვლინებაა. პარლამენტის რეგლამენტი არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც განსხვავებით სხვა კანონებისგან, ხელს აწერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია თავად დაადგინოს საკუთარი საქმიანობის წესები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
