კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე ამავე დეპარტამენტის, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე – 1997 წელს დაბადებულმა ქ.გ. -მ, 1998 წელს დაბადებულმა ე.ბ.-მ, 2001 წელს დაბადებულმა ბ.ე.-მ, 2004 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა მ.ს.-მ დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
