რომში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
რომში, პარიოლის რაიონში, ბინაში შეღწევის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის პროცესში დააკავა.
დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღეს, ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია.
როგორც მედია იუწყება, გამოძიება სხვა ძარცვასთან კავშირის დასადასტურებლად გრძელდება. გამომძიებლების თქმით, ბანდა კარგად იყო ორგანიზებული და აღჭურვილი იყო დახვეწილი ხელსაწყოებით, რომლებსაც შეეძლოთ საკეტები ნიშნების დატოვების გარეშე გაეღოთ, რაც წინა ქურდობაზე გამოძიებას ართულებდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
