საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, გაასაღა ჯამში 2 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 28 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
