საპროტესტო აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა სავარაუდოდ, დააკავეს
თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს.
ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. ასევე "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მათი აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
