იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანზე განხორციელებული იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
