"ხელისუფლება სამწუხაროდ პოლიტიზებული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს და ესაა მთავარი პრობლემა"
ცენტრმა „ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.
როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც. ასევე, მათი განცხადებით, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით FirstNews.ge-თან ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა:
"ემპათიის დასკვნას მე ვერ შევაფასებ, არ ვარ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით აუცილებელი სწორედ მედიცინის წარმომადგენლებმა ისაუბრონ და მიიღონ გადაწყვეტილება, ვიდრე პოლიტიკოსებმა. ჩვენთან სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით იღებდნენ აქამდე გადაწყვეტილებებს და სწორედ ესაა პრობლემა. როდესაც ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, სწორედ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა უნდა იყოს ამოსავალი პრინციპი ყველასთვის და არანაირად პოლიტიკური მიზანშეწონილობა. საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ ასეთი პოლიტიზებული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს და ესაა სწორედ მთავარი პრობლემა," - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
