პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ქუთაისში მედიაცენტრი გაქურდა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ქუთაისის მერიაში არსებული მედიაცენტრი გაქურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მძარცველი ცხელ კვალზე დააკავა და ნივთმტკიცებად ნაქურდალი ტექნიკა ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით ქუთაისის მერიის შენობაში განთავსებული მედიაცენტრი გატეხეს და ჟურნალისტების სამუშაო ტექნიკა წაიღეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
