"ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება"
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, სესიის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი საკითხი იქნება უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება, მით უმეტეს, რომ სესიაზე ერთ-ერთ მომხსენებლად გვყავს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, რომელსაც ამ საქმეზე კონკრეტული ბრალდებულებიც ჰყავს, ომის საქმეზე ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ასევე, უკრაინაში რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესიის და ომის შედეგად მომხდარი დანაშაულების გამოძიება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ამ სესიის მიმდინარეობისას. წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა განსაკუთრებით მიანიჭა მნიშვნელობა და ყველას შეგვახსენა ომის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ, მინდა, განსაკუთრებული წარმატება ვუსურვო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ევროჯასთს. მთელი მსოფლიო ელოდება გამოძიების შედეგებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
