სუს-ი სოსო გოგაშვილისთვის დაყადაღებული ქონებისა და ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილისთვის დაყადაღებული ქონებისა და ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს.
„ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს:
კერძოდ, ქ. თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, ოთხ საცხოვრებელ ბინას და ქ. სიღნაღში მდებარე სასტუმროს.
ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, სამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სამ ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს.
ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
