სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, წარუდგენენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ.
ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს ე.წ. მოდული შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ.
ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
