ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
სამნიძის თქმით, მოქალაქეებმა თავდაპირველად პოლიტიკაზე საუბარი სთხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, „ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა“.
ამასთან, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორივე მოქალაქე ადგილიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
პოლიცია ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებულია.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს