ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და სამი დაშავდა.
შემთხვევა „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ახალგაზრდები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.
ერთი მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.
“დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებული გოგონა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები” – აღნიშნა დიასამიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი