"მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის" - შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული
"ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის", - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა.
ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).
დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
