"ვეუბნები ღარიბაშვილს, უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ"
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტით შეაშინეს და გუშინ CNN -ში ფირფიტა უკვე ამოატრიალა, სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა კიევში ჩავიდეს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს და „ცივ ნიავს“ არ მიაკარებს.
„რუსეთი უკრაინაში კატასტროფულად მარცხდება, ჩვენები იმარჯვებენ. გუშინ, ბაიდენმა წამოუდგენელი რაოდენობის იარაღის შეტანა გამოაცხადა უკრაინაში. ამ სიტუაციაში, რუსეთს უნდა სადღაც გადართოს ყურადღება. ყველაზე სუსტი რგოლი ამ ჯაჭვში საქართველოა. სალომე შეაშინეს იმპიჩმენტით და გუშინ CNN-ში ფირფიტა უკვე ამოატრიალა, სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა.
ჩვენს მიმართ ამას აპირებენ, ნეიტრალიტეტზე დათანხმება ამ პირობებით - პროვოკაციის პირობებით. ეს არის ის, რაც საბოლოოდ გამოგვყოფს დასავლეთისგან და შეგვაერთებს რუსეთს.
საქართველოს ხელისუფლება კიევში უნდა ჩავიდეს. თუ მათ არ შუძლიათ, მე გავუკეთებ ყველაფერს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე.
ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და აუცილებლად ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ. იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შესაძლოა არ მიიღონ“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
