"მაგიდა გაშლილი იყო, უნდა ეჭამათ" - მოკლული ორსული ქალის ნათესავი
ქმრის მიერ მოკლული ორსული ახალგაზრდა ქალის დეიდაშვილი ამბობს, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახი სადილობას აპირებდა.
"საჭმელი უნდა ეჭამათ. ბებიაჩემმა მითხრა, რომ აშკარად მაგიდა გაშლილი იყო - უნდა დამსხდარიყვნენ. ბავშვი იქვე იყო მგონი, კალიასკაში იჯდა თუ ტელეფონზე თამაშობდა ზუსტად არ ვიცი...დემეს ძმა აღარ ეყოლება. ის ობლად გაიზრდება, რადგან მამამ დედასთან ერთად ძმა მოუკლა", - აღნიშნავს გარდაცვლილის ნათესავი ტელეკომპანია "ფორმულასთან".
მისივე თქმით, გოგა გზირიშვილი მკვლელობის ჩადენამდე 2 კვირით ადრე ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, სადაც მას წამლები დაუნიშნეს.
დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღრიცხვაზე იყო და ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა.
შეგახსენებთ, ვარკეთილში ახალგაზრდა კაცმა 22 წლის, 5 თვის ორსული ცოლი მოკლა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
